Georgian

რუსეთისა და კავკასიის რეგიონალური კვლევის პლატფორმა (RUCARR)

 

RUCARR  „რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევის“ პლატფორმის ძირითად ინტერესს წარმოადგენს კავკასია და რუსეთის გეოგრაფიული არეალი. აღნიშნული პლატფორმა ერთგვარი ინტელექტულური ცენტრია მალმოს უნივერსიტეტის (შვედეთი) კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის მკვლევართათვის, რომლებიც რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ექსპერტული ცოდნით არიან აღჭურვილნი.  RUCARR-ის მკვლევარებს  გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება რაც მოიცავს: რეგიონის მასშტაბით წარმოებულ  საველე კვლევებს,  ადგილობრივი კულტურის, რუსული და კავკასიური ენების საფუძვლიანად ცოდნას, ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან და მკლვევარებთან მჭიდრო კავშირებს.

RUCARR ფოკუსირებულია კავკასიის რეგონის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ასევე რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების კვლევაზე. საექსპერტო-კვლევით სფეროებს შეადგენს და მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება: პოლიტიკური, სოციალური, კულტურული დინამიკა და ისტორია, ნაციონალიზმი, ეთნიკური და ნაციონალური იდენტობა, უსაფრთხოების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების გავითარება,  ავტორიტარზმი და პოსტ-ავტორიტარიზმის გარდამავალი და გარდაქმნის ეტაპები.

RUCARR დააფუძნეს პროფესორებმა ბო პატერსონმა და კარინა ვამლინგმა, რომელიბიც მრავალი წელია  ერთობლივად მუშაობენ და ამჟამად ხელმძღვანელობენ აღნიშნულ პლატფორმას.

img_3994RUCARR
კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტი
მალმოს უნივერსიტეტი
Nordenskiöldsgatan 1
205 06 მალმო, შვედეთი

გვეწვიეთ: შენობა – Niagara მე-8 სართული B.
Niagara შენობის რუკა:
http://bit.ly/2cAHuuf
Online map of Malmö

Comments are closed